საზოგადოება

გალის რაიონში აქციაზე 500-მდე ადამიანია მობილიზებული

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ოკუპირებულ გალის რაიონში. სოფელ ნაბაკევში 500-მდე ადამიანია შეკრებილი დაბალი ზონის სხვადასხვა სოფლიდან.

როგორც საზოგადოებრივს ადგილობრივებმა აცნობეს, ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: გაუქმდეს ე.წ. ბინადრობის მოწმობები, გაიხსნას დაბალ ზონაში ჩაკეტილი ორი გადასასვლელი და შემცირდეს სასოფლო-სამეურნეო გადასახადები.

ადგილობრივებთან შესახვედრად სოხუმიდან ჩამოვიდნენ დე ფაქტო ხელისუფლების, ე.წ. პრეზიდენტისა და ე.წ. პარლამენტის წარმომადგენლები.

აქციაზე ე.წ. მილიციაა მობილიზებული. ჯერჯერობით მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ნაბაკევამდე მისასვლელ გზას ნიღბიანი ე.წ. სპეცრაზმელები აკონტროლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close