საქართველოში უყვართ ამა თუ იმ წარმატებული ადამიანის ქართ­ველობაზე საუბარი.

„ალ კაპონეს ნამდვილი სახელი და გვარი ალექ­სანდრე კაპანაძე იყო“- ასეთიც გა­გიგიათ, ალბათ. თუმცა, აქ, ალბათ, უფრო იუმორით ხდება ეს ამბავი და არა მგონია, ამის ვინმეს რეალ­ურად სჯეროდეს…

იუმორისტული ძიებების პარალელურად, ძალიან ხშირია ასეთი არგუმენტებიც

– „ძა­ლიან ჰგავს ბაბუაჩემს, თან ზუსტ­ად იმ დროსაა დაბადებული, როცა ის გერმანიაში ტყვედ იყო ჩავარდ­ნილი…“

ამგავარი მტკიცებულებე­ბით ქართველებად გაგვისაღებია ლეგენდარული გერმანელი ფეხბ­ურთელი ფრანც ბეკენბაუერი და სულ ახლახან, ექიმ ჰაუსის როლის შემსრულებელი ჰიუ ლორი… სხვადასხვა დროს ქართველობა ჰბრალდებოდათ ლუსი ჩიკონეს – იგივე მადონას, ტოტო კუტუნიოს, ადრიანო ჩელენტანოს, რეიგანის ბებიასა თუ ესტებან კამბიასოს დე­დას…

 

 

ძალიან დიდი ხანი აქტიურად ჭორაობდნენ გრეგორი პეკის ქა­რთველობაზეც და ეს მაშინ, როცა ფილმში „დიდების დღეები“ (Days of Glory) მისი პარტნიორი ტამარა ტუ­მანოვა (თამარ თუმანიშვილი) შე­იძლება ჩვენთანაც ძალიან ბევრს რუსი ემიგრანტი ეგონა…

შავი მარგალიტი

თამარ თუმანიშვილი 1919 წლ­ის 2 მარტს, ციმბირის ქალაქ ტი­უმენში დაიბადა, სადაც დედამისი საქართველოდან საკუთარი მე­უღლის მოსაძებნად იყო წასული. მშობლები ერთმანეთს 1918 წელს ბოლშევიკური რევოლუციის შე­დეგად დაშორებულიყვნენ. თამარი უკვე 18 თვის იყო, როცა მშობლე­ბმა ერთმანეთი იპოვნეს და რუ­სეთიდან შანხაიში გაიქცნენ…

ჩი­ნეთიდან თუმანიშვილების ოჯახი კაიროში წავიდა, სადაც გარკვეულ ხანს ლტოლვილთა ბანაკებში ცხ­ოვრების შემდეგ პარიზში გადასა­ხლდა…

პარიზში იმ დროს უკვე ქა­რთული ემიგრაციის საკმაოდ დიდ ნაწილს მოეყარა თავა. თამარის ბაბუა მარინის თეატ­რის ლეგენდარული ბალერინის, ოლგა პრეაბრაჟენსკას დიდი თა­ყვანისმცმელი ყოფილა. თავად პრეაბრაჟენსკას იმ დროისთვის პარიზში ბალეტის სკოლა გაეხსნა და სწორედ იქ გადაწყდა, რომ თა­მარი მის სასწავლებელში ივლიდა.

„ის ჩემი პირველი და ერთადერთი მუდვიმი მასწავლებელი იყო. მე მასზე ყოველთვის ვფიქრობ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი იყო, არამად პირველ რიგში იმის გამო, რომ ის ჩემი უკვდავი მეგობარია…“ ამბობდა თამარი.

ქართველი ბალე­რინას დებიუტი პა­რიზის ოპერაში 9 წლის ასაკში შე­დგა, სადაც მან მონაწილეობა მიიღო საბავშვო ბალეტში – L’aventail de Jeanne („ჟანას მა­რაო“). მოგვიანებით თამარი საბალე­ტო სამყაროს კიდევ ერთი ქართვე­ლი ლეგენდის, ჯორჯ ბალანჩინის მთავარ მუზად იქცა. მის სპექტაკლებში თამარს ყოველთვის ცე­ნტრალური ადგილი ეკავა…

მისი საოცარი სილამაზის გამო მსოფ­ლიო პრესაში თამარს „რუსული ბალეტის შავ მარგალიტად“ მოიხსენიებდნენ.

მართალია, თამა­რიც ისევე იყო რუსი, როგორც მე, მაგრამ ამ ტიტულზე გაბრაზება მგონი არ ღირს, რაკი არათუ მა­შინ, მსოფლიოში დღესაც საკმაოდ მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევი­ათ…

აქ ერთი ისტორია გამახსენ­და, როცა ქართველმა მკვლევარმა ამერიკაში საავიაციო გამოფენაზე ალექსანდრე ქართველის თვით­ მფრინავთან მდგარ დამთვალიერ­ებელს ავიატორის ქართველობის ამბავი მოუყვა… ამერიკელს თვალ­ები გაფართოებია:

„ეს თვითმფ­რინავი ყოველთვის განსაკ­უთრებულად მომწონდა, თუმცა ბოლომდე გულს მიღრღნიდა ის ამბავი, რომ იგი რუსის გაკე­თებული იყო… დღეს ძალიან დიდი დარდი მომეხსნა…“

თამარზე იწერებ­ოდა ყველგან, სადაც ბალეტს ახსენებდ­ნენ. მასალის მომზ­ადებისას მივაგენი ავსტრალიის ბიბლ­იოთეკაში დაცულ ცნ­ობებს ქართველი ბალე­რინას შესახებ.

თურმე 1939-40 წლებში თამარს რუსულ ბალეტთან ერთად იქ ერთწ­ლიანი ტურნე ჰქონია, რომლის დროსაც ავსტრალიური მედია თამარზე გაცილებით მეტს წე­რდა, ვიდრე მთლიანად დასის მოგზაურობაზე…

საბალეტო წარმატების პარალე­ლურად, თამარს საკმაოდ საინტე­რესო სამსახიობო კარიერაც ჰქონ­და. ითამაშა ფილმებში „ესპანური ფიესტა“ (Spanish Fiesta), „დიდების დღეები“ (Days of Glory – გრეგორი პეკთან ერთად),

„დღეს ღამით ჩვენ ვმღერით“ (Tonight we sing), „გულის სიღრმეში“ (Deep in my heart), „მოპა­ტიჟება ცეკვაზე“ (Invitation to dance), „დახეული ფარდა“ (Torn Curtain – პოლ ნიუმანთან და ჯული ენდრიუსთან ერთად, რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი) „შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრე­ბა“ (Private life of Sherlok Holmes)…

ამერიკაში დღეს საქართველოს იმაზე უკეთ იცნობენ, ვიდრე თამარ თუმანიშვილის მოღვაწეობის წლებში,

თუმცა იცნობენ უფრო როგორც რუ­სეთისგან ჩაგრულ ერს და ბევრს, შე­იძლება, დღემდე წარმოდგენა არა აქ­ ვს, რომ აქაური ხელოვნების ისტორი­აში არაერთი ქართველი ვარსკვლავია შესული…

ახლა, ალბათ, ყველაზე კა­რგი დროა ამის გასაპიარებლად. ობ­ამას ძალიანაც რომ ვუყვარდეთ, თუ ჩვეულებრივ ნიუ-იორკელებს ჩვენ მხოლოდ ბეიბისითერები და მოხუცე­ბულთა მომვლელები ვეგონეთ, იქაუ­რმა ადმინისტრაციამ ერთ დღეს ფე­ხებზეც რომ დაგვიკიდოს, არც ერთ მოქალაქეს დიდი პრეტენზია, ალბათ, არ გაუჩნდება.

primetime.ge

კომენტარები