საერთაშორისო ორგანიზაცია ,,კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარემ”, ზაალ კასრელიშვილმა გაზეთ ,,ასავალ დასავალთან” საუბრის დროს საკმაოდ ცუდი პროგნოზები გააკეთა და განაცხადა, რომ შეიძლება, აღდგომის დღესასწაულზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი აღარ გარდამოვიდეს. მისი თქმით, ამაზე ბევრი რამ მეტყველებსო.

ზაალ კასრელიშვილი:

_ არსებობს ძალიან დიდი საფრთხე და შიში იმისა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ქრისტეს საფლავზე ღვთაებრივი, წმინდა ცეცხლი არ გადმოვდეს! მოხდა ძალიან ბევრი რამის დამთხვევა, რაც ნაწინასწარმეტყეველებია! კერძოდ, მსოფლიოს მერვე საეკლესიო კრება უნდა გამართულიყო, უნდა გახსნილიყო მახოვრის საფლავი და ქრისტეს საფლავზე ცეცხლი არ უნდა გადმოსულიყო. დიდება უფალს, საქართველოსა და სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების  თაოსნობით, მსოფლიოს მერვე საეკლესიო კრება ჩაიშალა და არ შედგა, მაგრამ სანაგიეროდ, უფლის საფლავი გახსნეს და დაახლოებით ერთი თვის წინ მისი რესტავრაცია ჩაატარეს. რა შედეგი დადგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე და გადმოვა თუ არა ღვთაებრივი ცეცხლი, ამას მთელი კაცობრიობა ელოდება.

ზაალ კასრელიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ ცეცხლი არ გადმოვა, დედამიწაზე ანტიქრისტე გამოჩნდება და სამწელიწადნახევარში მოსახლეობას სულს ამოართმევს, მხოლოდ ძალიან რჩეულები დარჩებიანო.

 

კომენტარები
Загрузка...