რედაქტორის გვერდი

გადაწყვეტილება ტრამპის წინააღმდეგ! – აკრძალვა ამერიკაში მოგზაურობაზე არ იმოქმედებს

ლევან ნათალიშვილი_ ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი:

_ ფედერალური სააპელაციო სასამართლო იღებს ტრამპის სამოგზაურო აკრძალვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას.
ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ შეინარჩუნა მორატორიუმი პრეზიდენტ ტრამპის სადავო საემიგრაციო ბრძანებაზე, რაც ნიშნავს იმას რომ მუსლიმ მოქალაქეებს შვიდი მუსლიმური ქვეყნიდან კვლავ შეუძლიათ შემოვიდნენ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.
სამმა მოსამართლემ აშშ-ს სააპელაციო სასამართლოს მე-9 ოლქიდან, თავიანთ 29 გვერდიან განკარგულებაში, ერთსულოვნად გამოხატეს თავიანთი ნება და უარყვეს მთავრობის არგუმენტი, რომ ბრძანება უნდა იყოს მაშინვე აღსრულებული ნაციონალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მათ დაამტკიცეს თავიანთი შესაძლებლობა, იმსახურონ როგორც საპრეზიდენტო ძალაუფლების შემმოწმებლებმა.
მოსამართლეებმა პირდაპირ არ განაცხადეს, რომ აკრძალვა მიმართული იყო მუსლიმების წინააღმდეგ – მათ ძირითადად თქვეს, რომ მათთვის ნაადრევი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მათი ეხლანდელი გადაწყვეტილება არის დარტყმა მთავრობისთვის და ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში აკრძალვა მოგზაურობაზე არ იმოქმედებს.
ტრამპის რეაქცია იყო უარყოფითი. მან მაშინვე დააფიქსირა ის თავის ტვიტერის გვერდზე:” სასამართლოში გიხილავთ! საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას!” მოგვიანებით, მან რეპორტიორებს უთხრა, რომ მოსამართლეებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

იუსტიციის დეპარტამენტი, რომელიც ადმინისტრაციის პოზიციას იცავს, აცხადებს, რომ “განიხილავს მოსამართლეების გადაწყვეტილებას თავის შესაძლებლობების მიხედვით.” ვაშინგტონის შტატის გენერალურმა პროკურორმა ბობ ფერგიუსონმა თქვა:” მოსამართლეების ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონის შტატის გამარჯვებაა. ამან მოგვცა ყველაფერი, რასაც ვითხოვდით.” კელიენ კონვეიმ, პრეზიდენტის მრჩეველმა, ფოქს ნიუსში განაცხადა:” ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ ვნებს ძირითად არსს – ეს არის დროებითი გადაწყვეტილება და ეხლა უკვე დარწმუნებულნი ვართ, რომ სასამართლო შედგება და ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, განვიხილოთ ის არსობრივად, ჩვენ გვექნება უპირატესობა.”

ფედერალური კანონი ემიგრაციის შესახებ აძლევს პრეზიდენტს ფართო შესაძლებლობებს, რათა შეაჩეროს ადამიანები შეერთებულ შტატებში შემოსვლისგან. თუ პრეზიდენტი გაარკვევს, რომ “რომელიმე უცხოელის შემოსვლა იქნება საფრთხის შემცველი ქვეყნისთვის”, მაგრამ სასამართლო პროცესებზე ქვეყნის მაშტაბით ამტკიცებენ, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება სცილდება კონსტიტუციას და დისკრიმინაციულია მუსლიმების მიმართ.

ერთი დღით ადრე ქვეყნის უსაფრთხოების მდივანმა _ ჯონ კელიმ განუცხადა კონგრესს, რომ შესაძლოა მოსამართლეები პრობლემას განიხილავენ “აკადემიური” პერსპექტივიდან იმის მაგივრად, რომ შეხედონ საქმეს ნაციონალური უსაფრთხოების მხრიდან.

ფედერალურმა სასამართლოებმა ნიუ იორკში, კალიფორნიაში და სხვა შტატებში უკვე დაბლოკეს მოგზაურობის აკრძალვის ასპექტების განხორციელება, თუმცა ერთმა ფედერალურმა მოსამართლემ მასაჩუსეტში განაცხადა, რომ მას არ უფიქრია, რომ მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ წარმატების მაღალი მაჩვენებელი. მე-9 ოლქის შემთხვევამდე საქმე გაცილებით ფართო იყო, იმიტომ რომ ის გამომდინარეობს ფედერალური მოსამართლის პირდაპირი გადაწყვეტილებიდან, შეაჩეროს ემიგრანტთა გადაადგილების საწინააღმდეგო ბრძანება.

წყარო: washingtonpost.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close