ჯანდაცვა

ექიმებმა საოპერაციოში არაადამიანურად დასცინეს უგონოდ მყოფ პაციენტს

,,ეს – სამარცხვინოა!
ეს ექიმის უნიკალური პროფესიის გაბითურება და შეურაცხყოფაა!.. ამ ფოტოზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოცქსელში, ქართველი ექიმი, ქალბატონი, კოლეგებთან ერთად, საკუთარ დაბადების დღეს ერთობ ,,ორიგინალურად” აღნიშნავს…
,,სადღესასწაულო სელფსაც” შესაბამისად, ,,ამაღლებული” ტექსტი ადევს: აი, ასე აღვნიშნე ჩემი დაბადების დღეო!.. 
არადა, ეს ყველაფერი საოპერაციოში, პირდაპირ ქირურგიული ოპერაციის დროს ხდება – ფოტოზე ნათლად ჩანს, ანესთეზიით გონდაკარგული პაციენტი! კიდევ მადლობა, რომ ღია ჭრილობაში ხელჩაყოფილებმა არ გადაიღეს ,,სადღესასწაულო ფოტო”…

  დაბადების დღის სამუშაოზე აღნიშვნა ალბათ, საოპერაციო მაგიდაზე დაწვენილი პაციენტის გარეშეც შეიძლებოდა, მაგრამ ამას ცოტაოდენი საექიმო ეთიკა მაინც ხომ სჭირდება?! ასეთი სელფების გამო, უცხოეთში ექიმებს ავტომატურად, სამსახურს ატოვებინებენ!
ეს დაახლოებით იმ ფოტოების სერიიდანაა, მონადირეები რომ იღებენ ნანადირევთან! სხვისი არ ვიცი და, მე, არც ჩემთვის და არც ჩემი ახლობლებისთვის, ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ ექიმებთან მოხვედრას! ეს ექიმის უნიკალური პროფესიის გაბითურება და შეურაცხყოფაა!.. იმედია, ეს ,,ექიმები” სათანადოდ დაისჯებიან, რომ სხვებს არ გაუჩნდეთ სურვილი, ასე არადამიანურად დასცინონ უგონოდ მყოფ პაციენტებს!

P.S. თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდება, მე შემიძლია მივაწოდო ,,ექიმის” ვინაობა!” _ აცხადებს სოციალურ ქსელში გიორგი გიგაური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close