საინტერესო

ბრილიანტის საყურეები რეკორდულ – 57 მილიონ დოლარად გაიყიდა

ჟენევაში Sotheby’s Magnificent Jewels & Noble Jewels-ის აუქციონზე იშვიათი ლურჯი და ვარდისფერი ბრილიანტის საყურეები – Apollo და Artemis-ი 44,9 მილიონ ევროდ, ანუ დაახლოებით 57 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღნიშნულის შეახებ The Telegraph-ი წერს.

ლურჯი ბრილიანტი Fancy Vivid (14,54 კარატიანი), რომელსაც Apollo-ს უწოდებენ, 41,9 მილიონ შვეიცარულ ფრანკად, ანუ 32,9 მილიონ ევროდ გაიყიდა. მეორე კი – ვარდისფერი ბრილიანტი Fancy Intense (16,00 კარატიანი) – რომელსაც Artemis-ი უწოდეს, 15,3 მილიონ შვეიცარულ ფრანკად, ანუ 12 მილიონ ევროდ. ორივე საყურე ერთმა მყიდველმა შეიძინა. მყიდველის ვინაობა ანონიმურად რჩება.

“ბრილიანტები Apollo და Artemis-ი ჩვენი მაისის აუქციონის ვარსკვლავია ჟენევაში. ეს ბრილიანტები ძალიან ძვირფასია და ჩვენ გვეამაყება, რომ Sotheby’s მათი აუქციონზე გაყიდვა ხვდა წილად”, – აცხადებს Sotheby’s International Jewellery Division-ის ძვირფასი ქვების გაყიდვების თავმჯდომარე დევიდ ბენეტი.

Ipress

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close