საზოგადოება

ბოტანიკურ ბაღში ექსტრემალური ატრაქციონი – „ზიპლაინ ნარიყალა“ გაიხსნება

23 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ექსტრემალური ტურისტული ატრაქციონი – „ზიპლაინ ნარიყალა“ გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.

ზიპლაინი (Zip Line) გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ დაშვება. 

ამ ატრაქციონის საშუალებით, ბაღის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ნარიყალას კომპლექსიდან ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ საპარკე სივრცეში ჩამოსრიალდნენ. 

ორ სპეციალურ ბაქანს შორის მანძილი 270 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 30.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close