პოლიტიკა
ბორჯომის საკრებულომ დაპირისპირების საგნად ქცეული ხელფასები დაამტკიცა
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. შემდეგ კი განიხილეს ხელფასების საკითხი. საკითხს, რომელიც 3 თვეა დიდი დაპირისპირების საგანი იყო და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის სკამიც შეიწირა, ამჯერად, საკრებულოს სხდომაზე მსჯელობაც კი არ მოჰყოლია. დეპუტატებმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასების საკითხი ერთხმად დაამტკიცეს.