” ბოზები არიან მუსიე…”

ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი – დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში ანეკდოტს ჰყვება, რომელიც, ალბათ გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ.
დავით კირკიტაძე:
” პარიზის ერთ-ერთი ცნობილი ბორდელის გოგოები გაიფიცნენ. აღშფოთდა მთელი პარიზი. ჟურნალისტებმა მენეჯერს შეუტიეს:
– რატომ გაიფიცნენ გოგონები, კარგად არ უხდიდით?
– რას ამბობთ მუსიე, ჩვენ გოგონებს საუკეთესო ანაზღაურება აქვთ
– აბა არ კვებავთ კარგად?
– რას ამბობთ მუსიე, ჩვენი გოგონები პარიზის საუკეთესო რესტორნებში სადილობენ
– მაშინ ალბათ მათ ჯანმრთელობაზე არ ზრუნავთ?
– რას ამბობთ მუსიე, ჩვენს გოგონებს პარიზის საუკეთესო კლინიკის ექიმები ემსახურებიან
– ალბათ თავისუფლებას უზღუდავთ,
– რას ამბობთ მუსიე, ჩვენი გოგონები საკუთარ არჩევანში ყოველთვის თავისუფლები არიან
ჟურნალისტს კითხვები ამოეწურა და პირდაპირ ეკითხება: აბა რატომ გაიფიცნენ მუსიე? – ბოზები არიან მუსიე, უპასუხა მენეჯერმა”