,,შეწყვიტეთ რეიტინგული გამოკვლევები, ეგზიტპოლები, საარჩევნო დაკვირვებები…”
გამოკითხულთა 40 % არ ენობა არცერთ პარტიას

,,იცით, რომ საქართველოს უსაფრთხოებისათვის ამერიკის როლი შეუცვლელია და ამიტომაც მოვითხოვთ პენტაგონის სამხედრო ბაზების განლაგებასაც კი, მაგრამ ისიც ვიცით, როდის დამთავრდა საქართველოში ობიექტური საარჩევნო ეპოქა—-ეს მოხდა 1995 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში შემოვიდნენ ენდი–აი და აირ–აი. მანამდე ჩვენი არჩევნები იყო მართლა მრავალპარტიული და სამაგალითო— თუნდაც 1990 წლის ან სამხედრო მდგომარეობაში ჩატარებულიც კი 1992 წელს, როდესაც 26 პარტია გავიდა პარლამენტში. ამრიგად ჩემი რჩევაა მეგობარი ამერიკული ენჯეოებისადმი–შეწყვიტეთ მეგობრებო რეიტინგული გამოკვლევები,ეგზიტ–პოლები,საარჩევნო დაკვირვებები. ნუ აფუჭებთ დიდი ამერიკის დემოკრატიულ იმიჯს ხალხის თვალში, თორემ მე რამდენი მაქვს რეიტინგი ყველაზე კარგად ვიცი და ნუ გახდებით რომის პაპზე მეტი კათოლიკენი. კმარა. დამღლელია უკვე” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.