სიღნაღის ამბები

,,რამდენ ხანს უნდა ვიაროთ დასაბანებმა?!”_ სიღნაღი ცისკარას ეძებს

,,ცისკარასაც მიაყუჩებენ, როგორც ბევრი სიღნაღელი გააჩუმეს"_ რა ხდება სიყვარულის ქალაქში?

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, უკვე დიდი ხანია, რაც პარადოქსულ ქვეყანაში გვაცხოვრებს. ოცნებისა და ვაიოპოზიციის იმედად დარჩენილ ქართველებს, უკვე აღარაფერი გვიკვირს, რადგან  გამოგვაძერწინეს  ქვეყანა (ჩვენი გაჩუმებით, უგულისყურობით, შეშინებით…), სადაც ყველაფერი  მოსულა.

მაგალითად: საქართველოში აღარ გვიკვირს, როცა შვილების შიმშილის გამო პურის მომპარავი ციხეს ლესავს და კაცის მკვლელი, ქურდი და მამაძაღლი, პრეზიდენტის ან პროკურატურის ძალისხმევით რამდენიმე თვეში ტოვებს გისოსებიან საკანს და ქუჩაში მშვიდად დაიარება. აღარ გვიკვირს, როცა ვიგებთ, რომ ვიღაც-ვიღაცეებისთვის კორონა საშიშია, 10 კაციანი სუფრის გამო, მათ 2 ათას ლარით აჯარიმებენ და ამ დროს, ზოგიერთები, დედისა და ბებიის ქელეხებს 300 კაცზე შლიან. ჩვენი სასიქადულო ექიმები სხვებს მოუწოდებენ, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს უნდა ერიდონ და თავად, მრავალკაციან, გადაშლილ სუფრებზე ილხენენ. მიუხედავად ამისა, სიღნაღელებს, რატომღაც, მაინც უკვირთ, როცა მათი მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ, სოფლებში წყლის აღმშენებლობის მრავალმილიონიანი პროექტი წამოიწყო, წყალმომარაგების საოცარ  საქმეზე ხშირ-ხშირად თავს გვაწონებს საკუთარ ვებგვერდზე და ამ დროს, ქალაქ სიღნაღში, მოსახლეობას წყალი უჭირს.

ჟურნალისტმა და პეარსპეციალისტმა ლალი მოროშკინამ, რომელიც რამდენიმე წელია სიღნაღში დასახლდა, საკუთარი სასტუმროები გახსნა და ქვეყანაში ტურიზმის აღორძინებას უწყობს ხელს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. euronews.ge -მ გადაწყვიტა, მოროშკინას პოსტთან ერთად, სიღნაღელების კომენტარებიც გაგაცნოთ. პოსტ-კომენტარებიდან ადვილად არის შესაძლებელი იმის მიხვედრა, როგორ არის ჩატეხილი ხიდი ხალხსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება ჩინოვნიკებისადმი და რის მოლოდინში რა მივიღეთ 2012 წლიდან დღემდე. ამჯერად, ხალხს, ,,კატის” ძებნა ბნელ ოთახში არ უწევს, მისი ადგილსამყოფელი აშკარა და თვალნათელია. რა უნდა გააკეთოს ხალხმა ასეთ დროს? მარტივი რამ- ,,კატას” კუდში უნდა სტაცოს ხელი, დაიჭიროს და საკუთარი ადგილი მიუჩინოს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოებაც მობლაგვდა, ნარ-ეკლის მოგლეჯვა თავად არ უნდა და მზამზარეული სიკეთეების მიღება სურს. ასეთ მიდგომას ყოველთვის აქვს  უარყოფითი შედეგი. ისეთი, როგორსაც სიღნაღელები იღებენ, რადგან გამარჯვება, მხოლოდ ხალხის სიმტკიცისა და  დაუღალაობის შედეგია.

,,აი, ხომ ნახევარი საქართველო კითხულობს ჩემს პოსტებს!!!!
კარგად მომისმინეთ!
სიღნაღში, წელებზე ფეხებს ვიდგამთ, სეზონის გახსნას ველოდებით და ყოველ საღამოს წყალი წყდება!!!!
არავის დაგტოვებთ თბილ სავარძელში!
კარგად დაიმახსოვრეთ!” _ წერს ლალი მოროშკინა.
ეს კი სიღნაღელების კომენტარებია ფეისბუქგვერდზე ,,სიღნაღის ამბები”:
,,მასხარად იგდებენ მოსახლეობას”.
,,სოფლებში ვითომ წყალი გაჰყავთ და სიღნაღს წყალი ენატრება.უსინდისოები”.
24 საათიანია წნორში,ძველ ანაგაში, ეგ რაც ვიცი .განა ცუდია, რომ სოფლებს წყალი აქვთ ,მაგრამ რაც სიღნაღში ხდება, უნამუსობაა”.
,,რა თქმა უნდა, წყალი ყველას უნდა, მაგრამ სიღნაღში წლების წინ მუდმივო წყალი იყო და სად გააქრეს ამ ურჯულოებმა.ხალხიც ჩუმად არის და ისინიც იფერებენ”.
,,კი, ყველა ჩუმად არის,მეზობლები მე მირეკავენ ,აბა რა გაარკვიეო?”

,,სად წავიდა კობას წყალი? ხომ მუდმივი იყო”.

,,კი,მუდმივი იყო.მანდ ვავსებდი ხოლმე,ეხლა კი ფატისთან ვყიდლობ დასალევს”.

,,ბაყბაყდევი დაეპატრონა. ცისკარა გვინდა, ცისკარაააა”.

,,ცისკარასაც მიაყუჩებენ, როგორც ბევრი სიღნაღელი გააჩუმეს”.

,,გამოვიდნენ მერე ყველა და ამოიღონ ხმა. ერთი მერცხალი რომ გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ხომ გაუგონიათ”.

,,24 საათიანი წყლიდან გარაფიკზე გადაგვიყვანეს შე ოხერო თუ მეტის გაკეთების ტრაკი არ გაქვს ის მაინც შეინარჩუნე რაც გვქონდა ყველას კი არ აქვს თქვენსავით დამხმარე რეზერვუარი 7 საათზე წყალს რომ მითიშავ და სამსახურიდან ათზე ვბრუნდები რა გავაკეთო თქვე მართლა მასხარებო”.

,,აა,შენ დაბანაც მოგინდა?დასაბანებმა უნდა ვიაროთ,კვირას, შუადღის 3 საათზე გათიშეს წყალი ,ბავშვი დასაბანი გავგზავნე სკოლაში.”

,,ისე მამა ვაცხონე მათი, ძალიანაც კარგი, არ ამოვიღოთ ხმა და ვიყოთ ასე”.

,,მაგას ხოდა ბნელი უნდა გაუშვათ საიდანაც მოვიდა, ფიჩხიზიდია”.

,,სიღნაღში ვითომ მოგვარდა წყლის პრობლემა და ეხლა სოფლებს პირდებიან 24 საათიან გრაფიკს”.

,,არჩევნები მოდის და დაათრევს გოგია შლანგებს”.

,,ქედელში სამი ჭაბურღილი გააკეთეს მონასტერმა და კეთილმა (ფულის ტომარამ) იქნებ გიწილადოთ?”

,,მაგათ ხალხის მიწები მიითვისეს, ეგენი ვინმეს რამეს მისცემენ?წაგლეჯვაზე არიან მარტო”.

,,მათ შორის ჩვეენც! ყველაფერი ვიცით ქ.ნ. ბევრი ისეთი რამ რაც რომ ( საიდუმლო სერობებზეც იკრიბებიან) იქ კი წყდება მუნიციპალიტეტისათვის არაფრის მომცემი გეგმები”.

პ.ს. იმედია, ამ სტატიას მოჰყვება რეაგირება როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მესვეურებისგან, ასევე მათი ზემდგომებისგან, რომლებიც ყოველ არჩევნებზე ხალხს კათილდღეობასა და დიად მომავალს ჰპირდებიან. მათი დანაპირები კი, ჰორიზონტზეც არ სჩანს.

ნელი ვარდიაშვილი, euronews.ge -ს რედაქტორი

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close