სამართალი და კრიმინალი

“ბირჟა მაფიის” წევრებთან ციხეში პროკურორი შევიდა

პროკურატურის წარმომადგენელი სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მუსიკალურ ჯგუფ “ბირჟა მაფიას” წევრებთან გასაუბრების მიზნით შევიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დავით გუმბერიძემ განმარტა, რომ დღევანდელი პროცედურა მოიცავს ბრალდებულებთან გასაუბრებას და მიღებული ინფორმაციის შემდეგ გადაწყდება გამოძიების დაწყების საკითხი.
“ეს არის ფაქტების და გარემოებების დაზუსტება პროკურატურის მიერ, რაც უკავშირდება ბრალდებულების დაკავებას. რა ინფორმაციასაც მოგვაწვდიან ბრალდებულები, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას ფაქტთან დაკავშირებით”,- განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებთან გასაუბრება დასრულდება, გადაწყდება პოლიციელების დაკითხვის საკითხი.
“ჯერ გასაუბრებაც არ ყოფილა მათთან. რაც შეეხება დაკავებულებს, მათთან კითხვები პროკურატურის მხრიდან შეეხება დაკავებას და იმ პრეტენზიებს, რომელსაც ისინი და მათი ადვოკატები აჟღერებენ. შესაბამისად, ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- განმარტა დავით გუმბერიძემ.
საქართველოს მტავარმა პროკურატურამ “ბირჟა მაფიას” წევრებვის დაკავებასთან დაკავშირებით მოკვლევა გუშინ დაიწყო.
9 ივნისს პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ რეპერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მდმა”, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი “მდმა” ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close