რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

ბესიკ ამირანაშვილი და დავით ვარდიაშვილი _ მინისტრის რომელი მოადგილის ცოლი გაძარცვეს?

Euronews-მა კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოიძია შს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის მეუღლის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით. უფლებადამცველ ინგა ბერიკაშვილის თქმით, შსს მინისტრის მოადგილის ცოლი დააყაჩაღეს გუშინ ღამით და ძარცვისას წაართვეს სამკაულები: ბეჭედი, ყელსაბამი…

,,აღნიშნულ ფაქტი გამოიძია შსს-მ და მძარცველიც იდენტიფიცირებულია, თუმცა არ აკავებენ, რადგან საქმის გახმაურება არ სურთ.

 შსს მინისტრის მოადგილის გიორგი მღებრიშვილის მოადგილეებიდან მერაბ მელანიას მეუღლე არ ჰყავს, ხოლო ხუციშვილის მეუღლე არ დაუყაჩაღებიათ. დარჩნენ ბესიკ ამირანაშვილი და დავით ვარდიაშვილი. ამ ორიდან რომელიც ცხოვრობს დიდ დიღომში, ის გახლავთ დაყაჩაღებული”, აცხადებს უფლემადამცველი ინგა ბერიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ინგა ბერიკაშვილმა სოციალურ ქსელში ასეთი ინფორმაცია გავრცელა:

,,დაყაჩაღებულია შსს მინისტრის მოადგილის ცოლი! კომენტარის გარეშე!”, –  ”რომელი მინისტრის მოადგილის ცოლი დააყაჩაღეს დიდ დიღომში? და რატომ მალავს ამ ფაქტს შსს? მთელი პოლიცია ფეხზე რომ დგას იქნებ გაგვაგებინით ვისი ოჯახი დააყაჩაღეს? კიდევ არ მოხსნათ ეგ მკვდარზე ვენოკი. მე ვერაფერს ვერ გამომაპარებთ და ყველა ფაქტს საჯაროს გავხდი!”, – წერს ინგა ბერიკაშვილი.

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მოადგილეები არიან ბესიკ ამირანაშვილი, შალვა ხუციშვილი, მერაბ მალანია, დავით ვარდიაშვილი.

EURONEWS.GE შეეცადა შს სამინისტროში დაეზუსტებინა, ბესიკ ამირანაშვილი ცხოვრობს დიღომში თუ დავით ვარდიაშვილი? ასევე, რა იციან ამ საქმესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, პრესამსახურმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close