მსოფლიორედაქტორის გვერდი
ბერმუდის სამკუთხედის ახალი მსხვერპლი

აშშ-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს, რომელიც ორშაბათ საღამოს ბერმუდის სამკუთხედის ზონაში დაიკარგა.
ორძრავიანი მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც პუერტო-რიკოდან ფლორიდაში მიფრინავდა, მოულოდნელად გაქრა რადარებიდან.
თვითმფრინავის ბორტზე 40-40 წლის ცოლ-ქმარი და მათი 4 და 6 წლის ქალიშვილები იყვნენ.
სანაპირო დაცვა აგრძელებს ძებნის ოპერაციას აღმოჩენილი ნაწილებიდან 30 კილომეტრის რადიუსში; სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ერთდროულად მონაწილეობენ საზღვაო და საჰაერო ძალები.
ბერმუდის სამკუთხედი დღემდე რჩება ატლანტის ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე ამოუხსნელ მოვლენად, მას ხშირად უწოდებენ ,,ატლანტიკის სასაფლაოს”.
სოსო გაზდელიანი
კომენტარები