რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ბერლუსკონიმ საფეხბურთო კლუბი ,,მილანი” გაყიდა

იტალიის ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ გაყიდა საფეხბურთო კლუბი ” მილანი”- Football Club Internazionale Milano SpA. გარიგება უკვე შედგა. ჯერ კიდევ 2016 წელს პრესაში გაიჟღერა ცნობამ იტალიის საფეხბურთო გუნდ მილანის გაყიდვის შესახებ. მყიდველიც დასახელდა. გამოცემა La Republica-ს ცნობით , კლუბის შეძენით დაინტერესებული იყო ჩინური კონსორციუმი, ჯეკ მაას ხელმძღვანელობით. ჩინელები მიზანდასახული ხალხია და მოლაპარაკებებმა, რომლებიც ამ დრომდე გრძელდებოდა შედეგი გამოიღო, გარიგება შედგა.

საფეხბურთო კლუბ ,,მილანი”-ს 99,93 აქციის მფლობელი გახდა ჩინეთ-ამერიკის კონსორციუმი Rossoneri Sport Investment Lux, რომელმაც იყიდა ის იმ კომპანიისგან, რომლის მფლობელიც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონია. კომპანია Fininvest-ი რომლის მფლობელობაშია მილანის საფეხბურთო კლუბი 1986 წლიდან. გარიგების ფასი 740 მილიონი ევროა. აქედან 220 მილიონი ევროთი იქნება დაფარული ,,მილანი”-ს ვალები. 90 მილიონი ევროთი კი კომპენსირება გაუკეთდება იმ დანახარჯებს, რაც კომპანია Fininvest- მა განიცადა გარიგების არაერთგზის გადატანის გამო. როგორც ცნობილია, საფეხბურთო კლუბი ,,მილანი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია იტალიაში და მთელ ევროპაში. მისი აღზევება კი მაშინ დაიწყო, როცა 1986 წელს  მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ბერლუსკონის კომპანია “Fininvest”-მა შეიძინა. ბერლუსკონის მიერ კლუბისადმი ახლებურად მიდგომამ და მთელი რიგი რეფორმების ჩატარებამ მალე ,,მილანი” ევროპის საუკეთესო გუნდთა შორის დააბრუნა და ბოლო 21 წლის განმავლობაში 27 სხვადასხვა ტიტული მოიგო. კერძოდ: 7-ჯერ სკუდეტო (1988, 1992, 1993, 1994, 1996, 1999-სა და 2004 წლებში); 5-ჯერ ჩემპიონთა თასი (1989, 1990, 1994, 2003, 2007); 2-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი (1989, 1990); 4-ჯერ ევროპის სუპერთასი (1989, 1990, 1995, 2003); ერთხელ იტალიის თასი (2003), 5-ჯერ იტალიის სუპერთასი (1989, 1992, 1993, 1994, 2004) და ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2007). 2011 წელს იტალიის სუპერთასის მფლობელი გახდა. 2016 წლის დეკემბერში მილანმა კვლავ მოიპოვა იტალიის თასი.

ნანა ჯოხარიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close