რედაქტორის გვერდი

ბენზინზე ფასის ზრდას დასასრული არ აქვს

საქართველოში საწვავზე ფასი ბოლო დროს კატასტროფულად იზრდება. ერთი კვირის წინ მივედი ბენზინგასამართ სადგურზე და საწვავზე ფასი მომატებული იყო. დღეს კიდევ მომატებული დამხვდა. პროცესს დასასრული არ უჩანს. ასე მგონია, დროა, მამა-პაპისეულ ურმებს მივაკითხოთ. ცხადია, ახლა ვიხუმრე, თუმცა სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს. საწვავი ძვირდება, ლარი ფასს კარგავს, სამუშაო ადგილები „ბობოლებს“ აქვთ დაკავებულ-დაჯავშნილი ნათესავ-მეგობრებისთვის… ამერიკაც ჩაგვიკეტეს, იქ მაინც რომ გავქცეულიყავით და მოხუცებისთვის პამპერსები გამოგვეცვალა. ამ საქმით მოპოვებული ფულით კი აქ დარჩენილი ოჯახის წევრები გამოგვეკვება. ხალხის აღშფოთების გადასაფარავად ევროპისკენ გახსნეს გზა, სადაც უცხო ქვეყნებიდან ჩასულ მუშახელს სულაც არ ანებივრებენ. ასე, რომ წინ არც ისე კარგი ცხოვრება გველის, რომელზე პასუხიმგებლობაც, რა თქმა უნდა, ქვეყნების მმართველ ძალებს ეკისრებათ, რადგან მათ ის თავად აიღეს და ახლა ვერ გაექცევიან.

არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს ბენზინის გაძვირებაზე და იმ პრობლემების ბუკეტზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლებაც არის ამ ბაქხანალიაში გარეული და მისი წარმომადგენლებიც კარგად ითბობენ ხელს ხალხის უბედურებით.

აი, როგორ ახსნეს ოფიციალურ წრეებში ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, საწვავის გაძვირება:

„ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინზე ფასმა 1 ლიტრზე 5-7 თეთრით მოიმატა (აქ  გამორჩათ სიტყვა: კიდევ) და ყველაზე დაბალფასიანი ბენზინის ღირებულებამ 2.16 ლარი შეადგინა. საქართველოში საწვავის გაძვირება მსოფლიოში ნავთობზე ფასის გაზრდამ გამოიწვია“.

სხვა კომენტარს არც ველოდით…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close