საზოგადოება

ბელა ალანია: მთელი ცხოვრება ვალში ვარ შალვასთან

2018 წლის 1 იანვარს შალვა ნათელაშვილსა და ბელა ალანიას ქორწინებიდან 25 წელი შეუსრულდათ. ,,ცუდად თუ კარგად, ჩვენ დროს გავუძელით…იმედია, refresh არ დაგვჭირდება…” _ განაცხადა ქალბატონმა ბელამ და ჩუმად ისიც გაგვიმხილა, რომ ბატონ შალვასთან  ვალშია. ,,ასე მგონია, მთელი ცხოვრება ვალში ვარ შალვასთან, მან ფაქიზად, გულით მატარა, მაზიარა დედობის ღვთიურ მადლს. არც კი ვიცი, ვიმსახურებდი თუ არა ასეთ დიდ სიყვარულს…” 

ქართველი ლეიბორისტების მამა-მარჩენალს მეუღლემ ამ დღესთან დაკავშირებით ლექსი უძღვნა.

,,შენს ნათელსა და მაღალ შუბლს, ღმერთით,
რკინის ძარღვები არ გაწყვეტია
და მოთმინება, როგორც მთის არწივს,
ასე მგონია, არ დაგლევია…
შენი სიმართლე, ასეთი მწარე,
რარიგად ძნელი მოსასმენია,
უსამართლობას ვერ ეგუები,
ვიცი, რომ ძნელი მოსათმენია?!
ცხოვრება ისევ ტკბილ-მწარედ რჩება,
კვლავაც რა ძნელად შესასმელია…
არ მემეტები წვალებისთვის და
შეცვლა არაფრის არ შემიძლია,
ზეცას კი ზოგჯერ ჩემთვის შევჩივლებ:
,,ღმერთო, როგორი გასაძლებია’’ ,
შენსას არ იშლი, ბრძოლას აგრძელებ,
რა ვქნათ, რომ ასე დაგბედებია. 

ბელა ალანია”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close