რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ბეთანია-სამადლოს გზატკეცილზე დათვის ბელი იპოვეს

გუშინ, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, თავშესაფრის მეპატრონეს დაუკავშირდა მოქალაქე თენგიზ კობიაშვილი, რომელმაც ბეთანია-სამადლოს გზატკეცილზე ნაპოვნი დათვის ბელის შესახებ შეატყობინა: ,,გზის სავალ ნაწილზე დათვის ბელი ვიპოვეთ, ჯერ ზღარბი გვეგონა. როცა ახლოს მივედით და დათვის ბელი აღმოჩნდა, დახმარებისთვის თქვენ დაგიკავშირდით.“

ბუნებრივია, ბატონმა თამაზმა ამ ამბის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს შეატყობინა. მათ თქვეს, რომ ადგილზე დალოდებოდნენ დათვის ბელის მპოვნელები. თავშესაფრის მეპატრონემ დაარიგა თენგიზი, რომ სანამ გარემოს დაცვის სამინისტროდან მივიდოდნენ, ბელი არ მიეტოვებინათ. თენგიზის თქმით, ისინი კარგა ხანს აკვირდებოდნენ ხომ არსად იყო დედა დათვი, მაგრამ ის რომ არ გამოჩნდა, სწორედ, ამიტომ ითხოვეს ამ ბელის შეფარება. სწორედ ამ არგუმენტით აღარ დაელოდნენ და პირდაპირ თავშესაფარში მოიყვანეს ბელი ბატონი თამაზის თანხმობით. გარემოს დამცველები ჩვენს თავშესაფარში მოვიდნენ ბელის წასაყვანად. იმავე ტერიტორიაზე დავაბრუნოთ, დედა დათვიც იქვე იქნებოდა სადმეო. ბატონმა თამაზმა კითხვა დაუსვა მათ, უნახავთ თუ არა ბეთანიის ტყეში დათვი. ვინაიდან დადებითი პასუხი ვერ მიიღო, ბელი არ გაატანა მათ და ის თავშესაფარშია.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და თბილისის ზოოპარკს, თუმცა არსად არ აღმოჩნდა ამ ბელის ადგილი. ბატონ თამაზს აქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ დათვის ბელს ბრაკონიერებმა სხვა ტერიტორიაზე მოუკლეს დედა. ბელი კი ბეთანიაში დატოვეს, რათა ვინმეს ეპოვა.

ბატონი თამაზი ჩვენს მკითხველს ეკითხება: 1. გინახავთ ან გაგიგიათ კომპეტენტური ადამიანისგან, რომ ბეთანიის ტყეში ბინადრობენ დათვები ?

2. ცოცხალი დედა დათვი ტოვებს 1 თვის ბელს უპატრონოდ ?

3. სწორი გადაწყვეტილება მივიღე თუ არა, როცა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ბელი არ გავატანე მათივე თქმით, ბეთანიის ტყეში ბელის ,,დედასთან დასაბრუნებლად“?

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close