სამართალი და კრიმინალი

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღესაც დაიხურება

სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში ბრალდებულ ბაჩოა ახალაიას პროცესზე კვლავ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები დაიკითხებიან. როგორც imedinewss პროკურორმა რევაზ ნადოიმ განუცხადა, პროკურატურა დღესაც სხდომის დახურვას მოითხოვს. მისი თქმით თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვის ეპიზოდი, რაშიც თეთრაძის წამების ორგანიზებასთან ერთად ახალაიას ედავებიან საიდუმლო მასალებს შეიცავს.

ბოლო სხდომებია აღნიშნული ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს და ყველა სხდომა პროკურორის მოთხოვნით იხურება. ნადოის თქმით, თავდაცვის სამინისტროდან ახალაიას მინისტრობის დროს თანხების გაფლანგვას, კავშირი აქვს თეთრაძის საქმესთან თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს კავშირი პროკურორი საიდუმლო მასალების გაუთქმელობის მოტივით არ აკონკრეტებს.

30 მაისიდან  თადარიგის პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში ბრალდებულ ბაჩო ახალაიას პროვესი დაიხურა. მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არ გაიზიარა დაცვის მოთხოვნა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ღია პროცესზე დაკითხულიყვნენ.

პროცესი დღეს, 4 საათზე განახლდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close