მსოფლიო

ბაქოსთან ახლოს ვულკანი ამოიფრქვა

ბაქოს სიხლოვეს, ადგილობრივი დროით დილის 07:00 სააათზე, ტალახის ვულკანი კეირიაკი ამოიფრქვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამოფრქვევა 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამოფრქვეული მასა 3,5 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა.
კეირიაკი ბაქოდან 12 კილომეტრშია. მის სიახლოვეს ტალახის რამდენიმე მოქმედი ვულკანი მდებარეობს.
მოვლენას ადგილზე აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლები სწავლობენ და მის მონიტორინგს ახორციელებენ.
ვულკანი კეირიაკი ბოლოს 2014 წელს ამოიფრქვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close