საზოგადოება

,,ბატონო ბუკიკიო, მიხეილ სააკაშვილმა როდესაც შეცვალა კონსტიტუცია, ხმა არ ამოგიღიათ”

,,კონსტიტუცია, რომელიც დამტკიცებულია ერთი პოლიტიკური ძალის მიერ, ვერ იქნება ლეგიტიმური”–ჯანი ბუკიკიო.

ეს გასაგებია, ბატონო ბუკიკიო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა როდესაც შეცვალა კონსტიტუცია, თავის თავზე მოირგო და ხალიფატს დაამსგავსა ქვეყანა, მაშინ რამდენი პოლიტიკური ძალის მიერ იყო ის კონსტიტუცია მიღებული? მაშინ მარტო ნაცმოძრაობამ მიიღო ის კონსტიტუცია და ხმა არ ამოგიღიათ ბატონო ბუკიკიო. ამიტომ არის, რომ ნდობა თქვენი სტრუქტურების მიმართ, დაკარგულია. ასეთმა ორმაგმა სტანდარტებმა გამოიწვია ევროპული ფასეულობების დევალვაცია ხალხის თვალში.

დიახ! კონსტიტუცია მთელმა ქართველმა ერმა უნდა მიიღოს და არა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, მაგრამ ეს იმათ უნდა ისაუბრონ, ვინც ორმაგ სტანდარტებში და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერაში არაა შემჩნეული” _ ცხადებს სანდრო ბრეგაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close