რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„ბატონო ბიძინა, კომენტარი თქვენთვის მომინდვია!“

   მინდა მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს!
   ბატონო ბიძინა, „ნებსით, თუ უნებლიეთ”, ყველა გზა თქვენამდე მოდის! ბატონო ბიძინა, „ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა” და სწორედ ამიტომ, საქართველოს მოსახლეობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს, ნდობის სრული მანტატი – თქვენ ჩაგაბარათ!
ვეთანხმები მოსაზრებას: თუ, აქამდე, ყველაფერი „ამერიკულ-ევროპული დირექტივებით, კოჰაბიტაციით თუ პრეზიდენტ- „ნაცვალის“ – იან კელისა და სხვათა „იდუმალი„ ბრძანებებით სრულდებოდა, ახლა მაინც, მოვიდა დრო, რომ „ჩვენი თავი, ჩვენადვე გვეყუდნოდეს“!?
ბატონო ბიძინა, დღევანდელი გადასახედიდან კმაყოფილი ბრძანდებით იმ თქვენი რჩეული გუნდით, იმ პიროვნებებით,(გამონაკლისების გარდა) რომელთაც უპირობოდ გადაეცით თქვენს მიერ მოპოვებული – მოსახლეობის ნდობის მანდატი???…
წარმოუგდენელია, ვერ დავიჯერებ, რომ მადლიერი და კმაყოფილი იყოთ, რადგან სწორედ „მათი დამსახურებაა” ის, რომ თურმე დღეს, ხანძარი გაჩნდება თუ ნალექების ჭარბი რაოდენობა წამოვა, „ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია“!?
ბატონო ბიძინა, რა ვალი გაქვთ გადაუხდელ-გაუსტუმრებელი ამ თქვენი „რჩეულების“ ასეთი, რომ „შესაკრებთა გადაადგილების“ პრინციპით ბრუნავს სამთავრობო-იერარქიული კარუსელი ერთი და იგივე გვარ-სახელებითა და  დევიზით: „შენ, შენი საქმე აკეთე, ხალხმა რაც უნდა ის ილაპარაკოს!”
ბატონო ბიძინა, დარწმუნებული ვარ, ღრმად ხართ ინფორმირებული დღეს მიმდინარე უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე. აღარ ვსაუბრობ პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების გადაცდომებზე. რა ხდება საჯარო სამსახურებში, სადაც „დაუსჯელობის” სინდრომით – ჰყვავის ნიჰილიზმი და პატრონაჟის ინსტიტუტი!?
დამეთანხმებით, რომ „ქვეყანა ტაძარი კი არაა, სადაც კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, სადაც უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს”! ამიტომ მინდა, შეგახსენოთ თქვენი ბევრთაგან ერთერთი „რჩეულისა და ხელდასმული” ომბუდსმენის, უჩა ნანუაშვილის კრიტიკა თქვენი მისამართით:
  „ეს მისი [ივანიშვილის] აზრია. რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება გააკრიტიკოს სახალხო დმაცველი, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით. სახალხო დამცველს აქვს სრული უფლებამოსილება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს სასამართლოს მეგობრის პოზიცია და წარადგინოს, მათ შორის, გაამახვილოს ყურადღება საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესახებ. ჩვენ სწორედ ამ საქმიანობას ვახორციელებთ კანონის შესაბამისად. თუ ვინმეს არ მოსწონს ჩვენი პოზიცია, მე ვფიქრობ, ეს მისი პრობლემაა და არა სახალხო დამცველის”, – ასე უპასუხა ომბუდსმენმა ივანიშვილის კრიტიკას.” წყარო: http://netgazeti.ge/news/142544/
ამიტომ აქვს სახალხო დამცველს დღესაც სრული უფლება მოსილება, მიზანმიმართულად გააჩაღოს – სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია…. საკუთარი სურვილისამებრ იყიდოს, გაყიდოს თუ გაცვალოს -ძვირად ღირებული სატრანპორტო საშუალებები… საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს და დაითხოვოს თანამშრომლები!? და ასე შემდეგ….
ბატონო ბიძინა, კომენტარი თქვენთვის მომინდვია!
http://www.ipress.ge/new/60560-ucha-nanuashvili-mizanmimartulad-etseva-sasamartlo-sistemis-diskreditacias
იამზე კიკნაძე -ჟურნალისტი.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close