სამართალი და კრიმინალი

„ბასილიას საქმე„ პოლიტიკური შურისძიების შედეგი იყო

პროკურატურაში ჩატარდა ბრიფინგი ედუარდ შევარდნაძის ყოფილი ეკონიმიკური მრჩევლის, თემურ ბასილიას საქმესთან დაკავშირებით.

„მიუკერძოებელი და თავისუფალი გამოძიების პირობებში, ჩვენ შევძელით თემურ ბასილიას საქმის გადახედვა მოგვეხდინა. დღეს ჩავიბარეთ დადგენილება, რომელიც მიუთითებს რომ “ბასილიას საქმე” პოლიტიკური მოტივით შედგა და მსჯავრდებაც პოლიტიკური შურისძიების შედეგი იყო. უნდა ითქვას,რომ პროკურატურის სანიმუშო საქმიანობის შედეგად, ჩვენ შევძელით, დღეს კიდევ ერთი მოქალაქის ღირსება და უფლება აღვედგინა და დაგვეცვა. გილოცავთ,ბატონო თემურ და ვულოცავ საზოგადოებას!“ _ აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close