ქარიშხალ „დანას“ გამო ბარსელონაში საავტომობილო გზები დაიტბორა, შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და ავიარეისები.
.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბარსელონას აეროპორტში შემავალი რეისები გაუქმდება ან გადამისამართდება. ამასთან, ინტენსიური ნალექის გამო მაღალი საშიშროების შესახებ გაფრთხილება გაუგზავნეს რეგიონში მცხოვრებლებს.
ამავე დროს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ვალენსიაში, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ. სტიქიის შედეგად ვალენსიაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.