სხვა

ბარბარა სამხარაძის ახალი ცხოვრება

„გოგოები ჩემთან ფოტოებს იმიტომ იღებდნენ, უნდოდათ, ჩემს ფონ­ზე გამ­ხდრე­ბი გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ“

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ 2023 წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა. დღეს ის შეცვლილი გარეგნობით და დიდი გეგმებით თავისი მიზნებისკენ მიისწრაფვის. ბარბარამ ამბები.ჯი-ისთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც ზედმეტი წონა უქმნიდა:

– ძა­ლი­ან ადრე ჩემი თავი იმა­ში და­ვი­ჭი­რე, რომ გახ­დო­მა მინ­დო­და. და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ტორტზე სან­თელს რომ ვაქ­რობ­დი, წო­ნის დაკ­ლე­ბას ჩა­ვი­ფიქ­რებ­დი ხოლ­მე… გახ­დო­მა და წო­ნის დაკ­ლე­ბა იმის გამო მინ­დო­და, რომ ხალ­ხს აღარ ეთ­ქვა ამ კუ­თხით ჩემ­თვის რა­ი­მე.

– ბუ­ლინ­გი თუ ყო­ფი­ლა?

– ძი­რი­თა­დად კი­ბერ­ბუ­ლინ­გი… 10 წლის წინ თბი­ლის­ში სოფ­ლი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, დე­და­ჩე­მიც შე­ფარ­ვით მე­უბ­ნე­ბო­და, ჭა­მას მო­უ­კე­ლი, თბი­ლის­ში შენ­ნა­ი­რი მსუ­ქა­ნი ბავ­შვი არა­ვი­ნააო. მერე ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და დიდ ბავ­შვს რომ და­ვი­ნა­ხავ­დი, ან ჩემ­ზე დი­დებს, გულ­ზე მო­მეშ­ვე­ბო­და ხოლმე. ყვე­ლა­ზე გულ­სატ­კე­ნი კი ის იყო, ქალი-გო­გო­ე­ბი რომ არი­ან, გო­გო­ო­ბა რომ უნ­დათ, სურ­ვილს გა­მოთ­ქვამ­დნენ, რომ ჩემ გვერ­დით სუ­რა­თი გა­და­ე­ღოთ არა რო­გორც ბარ­ბა­რას­თან, უბ­რა­ლოდ, ჩემს ფონ­ზე უნ­დო­დათ, გამ­ხდრე­ბი გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. განა ვერ ვხდე­ბო­დი, მაგ­რამ ვუ­ყუ­რებ­დი. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ფო­ტო­ზე ვინ სად დად­გე­ბო­და, მაგ­რამ ვი­ღაც ამას გა­მიზ­ნუ­ლად რომ აკე­თებ­და, კარ­გად ვხვდე­ბო­დი. მა­გა­ში ყვე­ლას კარ­გად ვი­ჭერ­დი…

ჩემი კუ­ჭის 80% მო­იჭ­რა და დარ­ჩა 20%. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ისე­ვე რჩე­ბა, უბ­რა­ლოდ ისაა, რომ ცოტა საკ­ვე­ბით კმა­ყო­ფილ­დე­ბი. და­ნაყ­რე­ბა მალე ხდე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი ბა­ნა­ნის ზო­მის კუჭი რჩე­ბა… ოპე­რა­ცია 25 წუთი გაგ­რძელ­და – ძა­ლი­ან მალე ჩა­ტარ­და. პა­რას­კევს გა­ვი­კე­თე და კვი­რას უკვე გა­მომ­წე­რეს…

1-ელში თუ ოპე­რა­ცი­ას ვი­კე­თებ­დი, დე­და­ჩემ­მა ეს არ იცო­და. მის­თვის 5 რი­ცხვი მქონ­და ნათ­ქვა­მი. დე­დის გული რა სა­ო­ცა­რია, ოპე­რა­ცი­ის დღეს ტე­ლე­ფო­ნი არ გა­უ­ჩე­რე­ბია, ჩემს დას­თან რე­კავ­და და რე­კავ­და. რა ხდე­ბა? დაწ­ვა? რო­გორ არის? არა­და, იმ დროს ოპე­რა­ცია მი­ტარ­დე­ბო­და… არ ვუ­თხა­რი, თვი­თო­ნაც ჯან­მრთე­ლო­ბის რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და არ მინ­დო­და, ენერ­ვი­უ­ლა…

– 60 კი­ლოს დაკ­ლე­ბა ხუმ­რო­ბა მარ­თლა არ არის – ეს ხომ მარ­თლა ერთი ადა­მი­ა­ნია…

– კი, ასეა. ახლა იმ სტი­ლით ვცხოვ­რობ, რო­მელ სტილ­საც მა­შინ ვერ გა­ვუმკლავ­დე­ბო­დი. მე­სა­მე თვეა, დარ­ბაზ­ში ვვარ­ჯი­შობ, მწვრთნე­ლიც მყავს. ჩარ­თუ­ლი ვარ იმ პრო­ცეს­ში, რა­საც ჩემი თა­ვის შე­ნე­ბა ჰქვია, რაც არ მე­ზა­რე­ბა. სტუ­დი­ა­ში ბავ­შვებ­თან ვმუ­შა­ობ, მოს­წავ­ლე­ე­ბი 8 წლი­დან მყავს. სიმ­ღე­რებს ვწერ და ამ წელს ჩემს მსმე­ნელს, ვინც ჩემ­გან სი­ახ­ლეს ელის, კი­დევ ერთ ახალ სიმ­ღე­რას გა­ვუ­ზი­ა­რებ. ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი, ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბა, აქ­ტი­უ­რო­ბა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბა ახლა კი­დევ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლად მაქვს.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close