საზოგადოება
ბანკები სესხების გაცემას ზღუდავენ
სესხების გაცემის დროს ბანკებს შეზღუდვა უწესდებათ. მოქალაქის ხელფასის ან სხვა შემოსავლების დადასტურების გარეშე მსესხებელი კრედიტს ვერ აიღებს. ამ გზით მთავრობა ჭარბვალიანობის შემცირებას ცდილობს.
ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული რეგულაცია, რომელიც მხოლოდ სამომხმარებლო სესხებზე გავრცელდება, მაისიდან უნდა შევიდეს ძალაში. მომხმარებელთა უფლებადამცველები ინიციატივის მიღმა გარკვეულ რისკებს ხედავენ.
წყარო: 1tv.ge