საზოგადოება
ბათუმის მოვლენების გამო დაპატიმრებულთა ახლობლები პოლიციის მანქანას თავს დაესხნენ

11-12 მარტს, ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 9 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრალდებულების ახლობლები სასამართლოს წინ სამართალდამცველების მანქანებს თავს დაესხნენ, ხოლო სასჯელაღსრულების მანქანას, რითაც ბრალდებულებს უკან, ციხეში აბრუნებდნენ, გზა გადაუღობეს.
პოლიციელებმა მოქალაქეებისგან გზა ხმამაღალი შეძახილებით გაათავისუფლეს.
კომენტარები