ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შორის შეთანხმება მიღწეულია. დაზარალებულთა დიდი ნაწილი ერთჯერად, 3 ათასლარიან კომპენსაციას დათანხმდა. მოვაჭრეების განცხადებით, ამ თანხის აღების შემდეგ ბრძოლას ზარალის ანაზღაურებისთვის გააგრძელებენ. როგორც შეხვედრიდან გამოსული მოვაჭრეები აცხადებენ, თანხის ჩარიცხვა ორშაბათიდან დაიწყება.

რაც შეეხება მოვაჭრეების ნაწილს, რომლებიც 3 ათასლარიან კომპენსაციაზე უარს აცხადებენ, ისინი პროტესტს აგრძელებენ და სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარების მიზნით 5 ათასი ლარს ითხოვენ. დაზარალებულები ხვალ საპროტესტო აქციის გამართვას და მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების დაშლას გეგმავენ.

წყარო: პირველი რადიო

კომენტარები