საზოგადოება

ბადრიჯნის მადისაღმძვრელი ბეფსტროგანოვი

ბადრიჯანი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად. მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და შეწვით ზეთში. ამოიღეთ შემწვარი ბადრიჯანი და დარჩენილ ზეთში (თუ სჭიროა დაუმატეთ) ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. მოშუშული ბადრიჯანი და ხახვი შეურიეთ ერთმანეთს. როცა გაცივდება, მოასხით ნივრით შეზავებული სამარხვო მაიონეზი. შეაზავეთ მარილით, აურიეთ კარგად და შედგით მაცივარში.

მასალა:

ბადრიჯანი – 2 კგ;

ხახვი – 4 თავი;

ნიორი – 3-4 კბილი;

სამარხვო მაიონეზი – 200 გ;

ზეთი – 100-150 გ;

მარილი – გემოვნებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close