სხვა
ახალნამშობიარევი ჯანეტ ქერდიყოშვილი შესანიშნავ ფორმაშია (ფოტოები)
„როგორ ძლიერად გელოდებოდით, ჩემო პატარა ლილი“
ტელეპროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი რამდენიმე დღის წინ მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ანნას დაიკო ეყოლა. გოგონას ბებიის სახელი, ლილი დაარქვეს.
.
„როგორ ძლიერად გელოდებოდით, ჩემო პატარა ლილი. რამდენი გულშემატკივარი გყავდა ამ ცხრა თვის განმავლობაში ნეტავ, იცოდე. მადლობა უფალს, რომ ასე მშვიდობით მოევლინე ამ ქვეყანას. მადლობა ჩაჩავას კლინიკის თითოეულ თანამშრომელს ასეთი დიდი ზრუნვისთვის და სიყვარულისთვის,“ – დაწერა ჯანეტ ქერდიყოშვილმა.
.
ახალნამშობიარევი მოდელი შესანიშნავ ფორმაშია. ის შვილებთან ერთად უკვე სეირნობს და ამის ამსახველ ფოტოებს თავის გამომწერებს უზიარებს.
.