სამართალი და კრიმინალი

ახალციხეში ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა

ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს, გვიან ღამით გაუჩნდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

წყარო: “პირველი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close