საზოგადოება

„ახალი წლის მოსვლამდე, ერთი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად“

ახლოვდება ახალი წელი და ჩნდება კითხვა, როგორ შევხვდეთ დამდეგ წელს, რომ იგი ბედნიერების, სიხარულისა და წარმატების მომტანის იყოს. თუმცა, აუცილებელია ძველი წლის სათანადოდ გაცილება.

როგორც ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ადრე ქართველები ძველი წელიწადის გაცილებას დიდ ყურადღებას უთმობდნენ:

„ახალი წლის მოსვლამდე, ერთი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. როგორ ფიქრობთ, ძველ წელს გაცილება არ უნდა? და როდის ხდება ეს? ქართველებმა ადრე იცოდნენ ძველი წლის გაცილება, მაგრამ ჩვენ აღარ გვახსოვს და არ ვიცით, არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. 22 დეკემბერს მზე ერთ სრულ ბრუნს ასრულებს. წელიწადი ასტრონომიულად სწორედ 22 დეკემბერს სრულდება და არა 31-ში. სწორედ ამ დღეს აცილებდნენ ადრე ქართველები ძველ წელიწადს, მადლობას უხდიდნენ მას და იყო გარკვეული რიტუალიც. 23 დეკემბერს, როდესაც მზე ერთი წუთით უმატებს ამოსვლას, აი, ეს არის ნამდვილი ახალი წელი, როდესაც მზე თავიდან იბადება. ამ პროცესს ზამთრის მზე ჰქვია, მზის დაბადება – ეს არის ახალი ციკლის დაწყება. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ქართველები ადრე ახალ წელს 22 დეკემბრის ღამეს ხვდებოდნენ,“ – აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close