საზოგადოება

,,ახალი ნარკოპოლიტიკა საქართველოში დემოგრაფიულ კატასტროფას გამოიწვევს”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საქართველოში დაწყებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

 გიორგი თევზაძე:

_ საქართველოში დაწყებული ნარკოპოლიტიკა დადებით შედეგის მომტანი არ იქნება და ქვეყანას დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანს. ამასთანავე, მიდის მსჯელობა, რომ  მარიხუანის დათესვა და მოყვანა კანონით აღარ იქნება დასჯადი. ასეთი დაუფიქრებელი მიდგომა, ალბათ, იქნება წახალისება იმ ადამიანების, რომლებიც მოისურვებენ, დათესონ მარიხუნა და გაიხადონ ის შემოსავლის წყაროდ. ასევე, შესაძლებელია, მოკლე ხანში, ამ ნარკოტიკის პლანტაციებიც კი ვიხილოდ…

როგორც ჩანს, დრო მიდის და იცვლება ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილში პრიორიტეტები. ამაყი ვიქნებოდი, რომ ამდენი ახალგაზრდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად გამოსულიყო ქუჩაში. ყოვლად დაუშვებელია, ერთი ხელის მოსმით, დაუფიქრებლად გატარდეს ასეთი ნარკოპოლიტიკა, ვისაც არ უნდა მოსწონდეს და აწყობდეს ის. თითოულმა საქართველოს მოქალაქემ, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს საკითხი უკავშირდება ჩვენს მომავალსა და გენოფონს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close