სამართალი და კრიმინალი

ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი გაიტაცეს

ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ორი დღის წინ, გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში, მხოლოდ მისი ახლობლები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც მის პოვნას სოცილური ქსელის მეშვეობით და თვითმხილველების დახმარებით ცდილობდნენ – წერს „ეხო კავკაზა“.

გამოცემის ცნობით, გარკვეულმა პირებმა დაინახეს, რომ საკუთარ სახლთან მყოფი თამარ მეარაყიშვილის სიახლოვეს მანქანა გაჩერდა, საიდანაც მამაკაცები გადმოვიდნენ და ის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. მოგვიანებით, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დააზუსტა, რომ მანქანა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. კაგებეს ეკუთვნოდა.

ახალგაზრდა აქტივისტი სახლში მეორე დილას დაბრუნდა, თუმცა ოჯახის წევრების განცხადებით, ის დათრგუნულია და გატაცების დეტალებზე არ საუბრობს. სტატიის ავტორის განმარტებით, გატაცების შემთხვევაში პრაქტიკა ასეთია – მსხვერპლს უშვებენ, თუმცა მისგან გაუთქმელობის პირობას იღებენ, რაც საგანგაშო სიგნალია. „ეხო კავკაზა“ გააგრძელებს თამარ მეარაყიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას.

პირველი არხი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close