ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა მიაყენა _ ტრაგიკული შემთხვევა თბილისში
32 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა, 4 ნაკვეთი ჭრილობა საზარდულის არეში, 10 კი მუცელში, მიაყენა. 2 მცირეწლოვანი შვილის დედა რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი ქალის მეგობარი მამაკაციც გახდა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში მოხდა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა გუშინვე შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს. როგორც გაირკვა, დაჭრას წინ დაპირისპირებაც უძღოდა. თურმე ახალგაზრდა ქალი სახლში 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა, ბავშვები თავდასხმის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. ბინის მეპატრონე კი ჰყვება, რომ ყოფილი მეუღლე ქალზე სისტემატურად ძალადობდა, დახმარების თხოვნით კი დაზარალებულმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახური ძალადობის საფუძველზე ორი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებული ბრალს აღიარებს.
წყარო: რუსთავი 2