სამართალი და კრიმინალი

ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ 2თვიანი პატიმრობა შეუფარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა – ამის შესახებ „ფეისბუქში“ მის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.  სოციალურ ქსელში აღნიშნულია, რომ საქმე რამდენიმე კვირაში უნდა გადაიხედოს. 

ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ამ დრომდე შეერთებული შტატებიდან მათ არავინ დაკავშირებია და არაფერი იციან ადვოკატის შესახებ. 

„მოამბის“ ინფორმაციით, სპორტსმენმა სახაზინო ადვოკატის მომსახურებაზე უარი განაცხადა. ოჯახი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს. 

ქართველი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი შეერთებულ შტატებში 33 პირთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ტექნიკური პროცედურების დასრულებას ელოდებიან, რის შემდეგაც დაკავებულებთან შეხვედრას შეძლებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close