პოლიტიკა

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და NDI თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტი 11 ივნისს ეწვევა საქართველოს.

NDI–ს დელეგაციის შემდგენლობაში ასევე იქნებიან ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები და ორგანიზაციის სხვა მეგობრები.
NDI–ს ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა, საქართველოს მიღწევების, მიზნებისა და გამოწვევების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე დაკვირვება და საქართველოსა და დასავლეთს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცება.
ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები და ორგანიზაციის სხვა მეგობრები საქართველოში 11-დან 15 ივნისამდე დარჩებიან და თბილისს, კახეთსა და გორს ეწვევიან.
დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს, მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და მერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებსა და დიპლომატებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close