მსოფლიო

აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

კიევში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. როგორც უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება, უცნობმა პირმა საელჩოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა.

„8 ივნისს, 00:05 საათზე, კიევის პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა ინფორმაცია კიევის შევჩენკოს რაიონში მდებარე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქების შესახებ. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა ოპერატიული ჯგუფი“, – ნათქვამია უკრაინის პოლიციის განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ უცნობმა პირმა საელჩოს ტერიტორიაზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close