რედაქტორის გვერდისაზოგადოება

აშშ-ს საელჩომ დაღუპული ქართველი პოლიციელი ქალის სახელობის ორდენი დააწესა

თბილისში დასრულდა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ქალები პოლიციაში“, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის
საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 18 ქვეყნის 300-მდე პოლიციელი ქალი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, წელს პირველად აშშ-ს საელჩომ დააწესა კახეთის  რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის –
მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი. პირველი ორდენები ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს – მაია ფელიშვილს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ ამერიკელ პოლიციელს – კორტნი გეილს გადაეცათ. ღონისძიებას გარდაცვლილი ქართველი პოლიციელის და – თინათინ ჯავახიშვილიც
ესწრებოდა. ამერიკელ პოლიციელ ქალს მან ორდენი პირადად გადასცა. კონფერენციაზე, ოთხი დღის განმავლობაში, ქალ-სამართალდამცველებს სამართლებრივი სფეროს სხვადასხვა თემაზე ტრენინგები ჩაუტარდათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close