მსოფლიო

აშშ-ს პოლიციამ ერდოღანის დაცვის 12 წევრზე დაკავების ორდენი გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციამ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაცვის 12 წევრზე დაკავების ორდერი გასცა.

ეს ინფორმაცია ოლქის სამართალდამცავი უწყების ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

საქმე ეხება ზუსტად ერთი თვის წინ ვაშინგტონში მომხდარ ინციდენტს, როცა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ამერიკის დედაქალაქში ვიზიტის დროს, მისივე უსაფრთხოების სამსახურები თურქეთის საელჩოსთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ფაქტს მაშინვე ამერიკის ხელისუფლების მწვავე განცხადებები მოჰყვა, სახელმწიფო დეპატამენტის საიდუმლო სამსახურმა კი ვაშინგტონის პოლიციასთან ერთად გამოძიება დაიწყო. 

ერდოღანის დაცვის წევრებს, რომლებზეც ამერიკის სამართალდამცავმა უწყებამ დაკავების ორდერები გასცა, ბრალი დემონსტრანტების ფიზიკურ შეურაცხყოფაში წარედგინებათ. 

ვაშინგტონის პოლიცია აცხადებს, რომ მტკიცებულების სახით საქმეში დევს მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, რომლის შესწავლაც და ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირებაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სულ ბრალდებული პირების რაოდენობა 18-ია, საიდანაც 2 ოფიციალური ინფორმაციის თანახმად უკვე დაკავებულია, მათგან ერთს ამერიკელ სამართალდამცველზე თავდასხმის ბრალდება აქვს

 

წაყენებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close