პოლიტიკა

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის საკრებულო გვირგვინებით “შეამკეს”

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. საკრებულოს შენობის წინ მოქალაქეებმა გვირგვინი მიიტანეს.
აქციის მონაწილეები თვითმმართველობების შესაძლო შერწყმას აპროტესტებენ და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას აპირებენ. მათივე ინფორმაციით, დღეს საკრებულო იმსჯელებს მხარი დაუჭიროს თუ არა ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის შერწყმას.

„7 ქალაქს, მათ შორის ჩემს მშობლიურ ქალაქ ზუგდიდს ართმევენ თვითმმართველი ქალაქის სტატუსს. მივმართავ გიორგი კვირიკაშვილს: ძმაო გიორგი, ჩემი თაობის კაცო, იმ უფლებას, რომელსაც შენ თბილისში იყენებ, რომ მიიღო სრულფასოვანი მონაწილეობა თბილისის თვითმმართველობის განხორციელებაში, რატომ ართმევ ზუგდიდელებს, თელაველებსა და იმ ქალაქების მცხოვრებლებს, რომლებსაც თქვენ თვითონ შესთავაზეთ 4 წლის წინ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი? არ გაგივათ ეს ყველაფერი. თქვენი ხელისუფლებაში დარჩენის ამბიციები არ გაიცვლება ამ ქალაქში მცხოვრებლების უფლებაზე, მიიღონ სრული მონაწილება თვითმმართველობის განხორციელებაში“, – განაცხადა აქციის მონაწილე თენგიზ ჯგუშიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close