საზოგადოება

,,აქციისთვის ფერადი ტანსაცმელი გაიხადეთ. შავი ანაფორები და ჯვარქუდები დაიშვება მხოლოდ”

,,ნებისმიერი სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე..."

სამკლაურები მოიხსენით – ფერადი ტანსაცმელი გაიხადეთ.
შავი ანაფორები და ჯვარქუდები დაიშვება მხოლოდ” _ ასეთი პოსტი უძღვნა თამარ ჩერგოლეიშვილმა ნამოხვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორის, ლევან გოლეთიანის განცხადებას.
,,რაღაც დაპირისპირება თურმე მომხდარა გუშინაც და დღესაც ჰქონდა გარკვეულ პროვოკაციას ადგილი და მკაფიოდ გვინდა, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ამ ნაწილში, რომ ჩვენი მოძრაობა ემიჯნება ზოგადად ყოველგვარ ძალადობას, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ მშვიდობიანი უნდა იყოს ჩვენი პროტესტი ყველა ეტაპზე. თქვენ იცით, რომ ჩვენი სახალხო მოძრაობა აერთიანებს ყველა ადამიანს და ყველას აქვს იმის უფლება, რომ თავის მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი აქ და ამიტომ იმ დაპირისპირებას, რაც აქ ხდება, მკაფიოდ ვემიჯნებით.

აქვე გვინდა, მკაფიოდ ვთქვათ, რომ რა არის ახლა ამ ძალადობის და დაპირისპირების გამომწვევი მიზეზები? ეს შეიძლება გახდეს რაღაც სიმბოლიკები და ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ”-

ასე ეხმაურება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას. ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ლგბტქ+ სამკლაურის ქონის გამო სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი აქციიდან გააგდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close