მსოფლიო

აქციაზე 98 წლის აქტივისტი დააკავეს

მასაჩუსეტსის შტატში, ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, 98 წლის აქტივისტი, ფრენსის ქროუ დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად სხვა რვა აქტივისტიც იყო დაკავებული. მათ საპროტესტო აქციის ადგილზე მილსადენის „დაკრძალვის“ პერფორმანსი ჩაატარეს.

როგორც მასაჩუსეტსის შტატის პოლიციაში განაცხადეს, ფრენსის ქროუ Sugar Shack Alliance-ის წევრებთან ერთად დაცულ ტერიტორიაზე შევიდნენ და უარი განაცხადეს ტერიტორიიდან გასულიყვნენ.

როგორც 98 წლის ფრენსის ქროუმ განაცხადა, პოლიციამ ისინი გააფრთხილა, რომ ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში მათ დააკავებდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close