რელიგია

აფხაზეთში ღვთისმშობლის ფრესკა უკვე 20–ზე მეტ სახლზე გამოისახა

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ღვთისმშობლის ფრესკის 20–ზე მეტი სახლის ფანჯრებზე გამოსახვას საგანგაშოდ აღიქვამს. ღვთისმშობლის გამოსახულება ყოველდღიურად უფრო მეტი ადგილობრივის სახლის ფანჯრის მინებზე ჩნდება.

ზოგიერთი ადგილობრივი იმასაც ამტკიცებს, რომ მის სახლში მაცხოვრის გამოსახულება გაჩნდა.
“ღვთისმშობელი ადგილსამყოფელს ეძებს”,- ასე ხსნიან ადგილობრივი სასულიერო პირები მომხდარ ფაქტს. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, მათ სასწაულის სჯერათ, თუმცა შეშინებულები არიან, რადგან ფაქტს ვერაფრით ხსნიან.
ღვთისმშობლის პირველი გამოსახულება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გალის რაიონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი სახლის ფანჯრებზე აღმოაჩინა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, დღისით ღვთისმშობლის გამოსახულება სახით ქუჩის მხარეს არის, შებინდებისას კი სახლის შიგნით.
ამ დროისთვის მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულების სულ მცირე 20 ფაქტია დაფიქსირებული. ასეთ სახლებთან უამრავი ადგილობრივი ცნობისმოყვარე ადამიანი იკრიბება. სოციალურ ქსელებში ამ ფაქტის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close