კატეგორიის გარეშე

“აფხაზებთანაც, ოსებთანაც და რუსებთანაც ძალიან დიდი შეცდომები გვაქვს”

აფხაზებთანაც, ოსებთანაც და რუსებთანაც ძალიან დიდი შეცდომები გვაქვს – ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. “ყოველი მთავრობის უფრო ღრმა და ღრმა შეცდომებმა აქამდე მოგვიყვანა. ნურავის ნუ წყინს. ყველა ხელისუფლებას შეეშალა და ძალიან დიდი შეცდომები გვაქვს ყველასთან აფხაზებთანაც, ოსებთანაც და რუსებთანაც. ჩვენ პირწმინდად მართლები არ ვართ. რუსეთმა დაიწყო და ჩვენ ავყევით. ჩვენ იმ პროვოკაციაზე წავედით, რომელიც რუსეთის კარტი იყო. რაც დღეს ხდება საქართველოში ეს პირველ რიგში რუსებს აწყობთ. დარწმუნებული ვარ აფხაზებზე და ოსებზე მეტად, იმიტომაც აკეთებს ამას, მაგრამ ჩვენც არ ვართ ადეკვატური დღეს”, – განაცხადა ირმა სოხაძემ. “მე არ მივდივარ რუსეთში, მაგრამ ძალიან განვიცდი იმას, რომ ცხოვრება გადის რაღაც უაზრო ლოდინში. მე არ მინდა არსად წასვლა. მინდა ჩემს ქვეყანაში მქონდეს პირობები, რომ აქ ვიყო სრულად რეალიზებული”,- განაცხადა მომღერალმა. სოხაძის თქმით მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ქართველი მსახიობებისთვის კომფორტულია, თავად პროტესტის ნიშნად არ მიდის. “ჩემთვის ძალიან კომფორტული იქნებოდა ახლა მოსკოვში წასვლა და საერთოდ ნებისმიერი ქართველი მსახობისთვის. არა მარტო იმიტომ, რომ იქ მილიონი ქართველი ცხოვრობს, არამედ თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ ახლა ევროპისკენ გვაქვს კურსითქო, რუსული უკეთ ვიცით ჯერ კიდევ. ბავშვობის თაობის გარდა, ვიდრე ინგლისური. ძალიან კომფორტულია იქ კონცერტი. ყოველ წელს მპატიჟებენ ვივალდი ორკესტრის სოლისტი ვარ. არ დაგიმალავთ 2013 წელს წავედი. 5 წელი არ მივდიოდი, მეც საშინელი პროტესტი მქონდა. წავედი საახალწო კონცერტი იყო მათი ჩაიკოვსკის დარბაზში. ეს დიდი სიამოვნებაა გარდა ჰონორარისა. არტისტი მარტო იმიტომ არ ცოცხლობს, რომ ჰონორარი იშოვოს ის იმიტომ ცოცხლობს რომ სცენაზეა და ტაშს უკრავენ. ეს დღეს ჩვენთან აბსოლუტურად მკვდარია. არაფერი არ კეთდება,“-განაცხადა ირმა სოხაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close