პოლიტიკა

“აფგან მუხტარლის დაკავების საქმეში ქართველი სამართალდამცავების მონაწილეობას გამოვრიცხავ”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა აფგან მუხტარლის დაკავებაში ქართველი სამართალდამცავების მონაწილეობას გამორიცხავს.

მისი თქმით, უკვე ცნობილია რომ აზერბაიჯანელმა დეპუტატმა თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მუხტარლის დაკავება ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგია, მოგვიანებით, თავადავე უარყო.

„მუხტარლის საქმეში რაიმე ფორმით საქართველოს ოფიციალური უწყებების მონაწილეობას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. დეპუტატმა, რომელზე დაყრდნობითაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, უარყო და თქვა, რომ ეს მას არ ეკუთვნის და ჩვეულებრივ გაყალბებასთან გვაქვს საქმე.

კიდევ ერთხელ, მანამდეც და ამის შემდეგაც, ჩვენ უარვყოფთ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის ყოველგვარ მონაწილეობას და ყველას მოვუწოდებთ, რომ ცოტა უფრო მეტი პატივისცემა გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას სახელმწიფო და შიდა დონეზე იცავს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close