თბილისის მერის დავით ნარმანიას კანდიდატურა აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე განიხილება. ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებთან დავით ნარმანიამ დაადასტურა.

მისი თქმით, მმართველ გუნდში მსჯელობა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მიმდინარეობს.
“კონსულტაციები მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის განიხილება ეს ვერსიაც”,- განაცხადა თბილისის მერმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი 2012 წლიდან ლაშა თორდიას უკავია. მას ვადა უახლოეს თვეებში ეწურება. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება.

კომენტარები