რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„არ ხართ ვინმე ღვთისნიერი ახლობელი, მეგობარი ბატონ ბიძინას სიმართლის თქმა რომ გაუბედოთ?“

  ანზორ საკანდელიძე, ​ასოციაცია „საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშეს” თავმჯდომარე:

_ ვაი, თქვენს პატრონს, უბედურს!
2017 წლის 28 მარტის ,,მაესტროს» სატელევიზიო შოუში – ,,ცეცხლის ხაზი» პოლიტიკური პარტია ,,ქართული იდეის» თავმჯდომარემ, ლევან ჩაჩუამ ანგარიშით 92:8 გაანადგურა პოზიციისა (წარმოდგენილი იყო ახალი მოწვევის ოცნების პარლამენტარით ბექა ნაცვლიშვილი) და ოპოზიციის (წარმოდგენილი იყო წინა მოწვევის თავისუფალი დემოკრატების პარლამენტარით ემზარ კაკულია) ნაკრები. დიახ, ლევან ჩაჩუას არგუმენტებს, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენს ოჯახებს კეთილდღეობას არ მოუტანს, მიემხრო შემოსული ზარების 92%!
ამ პაექრობაში გამოირკვა წარმოუდგენელი უვიცობა, რომ თურმე როგორც ძველი, ისე ახალი მოწვევის პარლამენტარებმა ისიც კი არ იციან, რომ 2006 წელს ნაციონალების მიერ დანაშაულებრივად გაუქმებული, 1999 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით მიღებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი დღემდე არ აღუდგენიათ. უფრო მეტიც, შოუს დამთავრების შემდეგ ემზარ კაკულიას ლევანისთვის უთქვია: ყველაფერი სიმართლე ილაპარაკე, მაგრამ ასეთი ტყუილი რამ გათქმევინა, რომ მცირე მეწარმეობის კანონი არ არსებობსო?
მახსენდება მუხრან მაჭავარიანის ლექსად ნათქვამი: საქმე ცუდად იმიტომ არის, რომ არ ვიცით ცუდად რომ არისო. ანალოგიურად ამ სიბრძნისა, მოსახლეობას იმიტომ ვერ ვასაქმებთ, რომ არ ვიცით, რომ საქართველოში გაუქმებულია მსოფლიოში დასაქმებულთა 90%–ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი და მანამ არ დაიწყება ამ პრობლემის მოგვარება, სანამ კანონი არ აღდგება. ეს აქსიომური ჭეშმარიტება არ იციან არც პარლამენტარებმა, არც მინისტრებმა, არც პრემიერ–მინისტრმა და რაც მთავარია, არც ბიძინა ივანიშვილმა!
აქედან გამომდინარე, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ დარწმუნდება, რომ საქართველოში მცირე მეწარმეობის კანონი მართალა არ არსებობს, ჩვენს დასაქმებას საშველი არ დაადგება. რა ვქნათ? ბატონი ბიძინა ჩვენ ახლოს არ გვიკარებს სიმართლის სათქმელად, ჩვენს მიერ ამ თემაზე გაგზავნილ ათობით ოფიციალურ თუ არაოფიციალურ წერილებსა და ასობით პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს კი არ კითხულობს. არ ხართ ვინმე ღვთისნიერი ახლობელი, ან მეგობარი, ბატონ ბიძინას სიმართლის თქმა რომ გაუბედოთ? თუ ამას ვერავინ ვერ გაბედავს, მუდმივად დავრჩებით ისეთ აბსურდებში, როცა შარშან ეკონომიკის სამინისტროს ერთერთმა ჩინოსანმა ქალბატონმა სიამაყით გვახარა, რომ რომელიღაც საერთაშორისო კომპანიის გამოკითხვებით საქართველომ მცირე მეწარმეობის კანონების სიმრავლითა და უზრუნველყოფით აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის დაიკავა პირველი ადგილი. ამ დროს საქართველოში მცირე მეწარმეობის ერთი კანონიც კი არ არსებობს!

  ეს არის წარმოუდგენელი უვიცობა და, ამასთან დაკავშირებით, მახსენდება გენიალური გოეთეს სიტყვები: «ყველაზე დიდი უბედურება არის ამოქმედებული უვიცობა». სანამდე უნდა ვიცხოვროთ ამ ამოქმედებულ უვიცობასა და დიდ უბედურებაში? მართლაც, ვაი თქვენს პატრონს, უბედურს და უი, იმ ქვეყანას, სადაც თქვენისთანებია ხელისუფლებაში!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close