რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,არ ვარ კვირიკაშვილივით ნიჭიერი, მამა გიორგის დამნაშავეობა ან უდანაშაულობა ვამტკიცო”

,,გიორგობა მინდა მივულოცო მამა გიორგი მამალაძეს. დღეს, მას ყველაზე მეტად უჭირს. მე არ ვიცნობ მამა გიორგის, არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ გუშინ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში დავინახე და საოცრად იმედგაცრუებული მომეჩვენა. ხელისუფლებამ მას ბოლო იმედი წაართვა თავი ემართლებინა. მურუსიძეების სასამართლოს რიგითმა მურუსიძემ სასამართლო პროცესი სრულიად უკანონოდ დახურა. გაოგნებული დავრჩი, რომ სასულიერო პირები არ დაესწრნენ სასამართლო პროცესს, ადვოკატები დამერწმუნებიან, რომ როდესაც ადვოკატია დაკავებული, თითქმის ყველა სასამართლო პროცესებს ვესწრებით ადვოკატები.

 

 ზაზა ხატიაშვილი არ ვარ კვირიკაშვილივით ნიჭიერი, რომ მამა გიორგის დამნაშავეობა ან უდანაშაულობა ვამტკიცო, მაგრამ რასაც ხელისუფლება აკეთებს, უფალი ამას არავის აპატიებს. ადვოკატებს არ აძლევენ საქმეზე საუბარის უფლებას. ეს მაშინ, როდესაც პროკურატურა მტკიცებულებებს აქვეყნებს სატელევიზიო ეთერში. ადვოკატების ერთადერთი იმედი, რომ სხდომა ყოფილიყო გახსნილი და საზოგადოებას გაეგო მტყუან-მართალი ხელისუფლებამ მურუსიძეების დახმარებით ესეც წაართვა.

 გიორგობის მადლი ჰფარავდეს მამა გიორგი მამალაძეს და მისცეს მას ძალა, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ან მოინანიოს თავისი ქმედებები”, აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close