პოლიტიკა

,,არც პარტიები გინდათ და არც თქვენ გამოხვალთ? მაშინ პოლიტიკოსებად ისევ დაგრჩებიან ოქრიაშვილი, მაკრახიძე, ხაბელოვი…”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ როგორც სჩანს დაიწყო გლობალური ანტიპარტიული პროპაგანდის ახალი ტალღა.შორს ვარ იმ აზრიდან ,რომ ეს ხელისუფლების დაკვეთილი პიარ–სტრატეგიაა. უბრალოდ ყველა მეგობარმა გაითვალისწინოს,რომ ოლიარქიული მმართველობა საქართველოში დამყარდა სწორედ ამ ანტი–პარტიული სისტემური ნიჰილიზმის დანერგვით ხალხში და იგივემ დღეს შეიძლება გამოიწვიოს ივანიშვილიზმის მუდმივობა და მერე არ დააბრალოთ ეს ისევ პარტიებს. გაიგეთ, რომ პარტიის გარდა კაცობრიობამ პოლიტიკურ სუბიექტად ვერ მოიგონა სხვა ვერავინ. არ გვინდა? გამოდით თქვენ თვითონ ასპარეზზე,ჭკუის დარიგება ამ დროს უფრო ჩასაფრებას გავს.არც პარტიები გინდათ და არც თქვენ გამოხვალთ? მაშინ პოლიტიკოსებად ისევ დაგრჩებიან ოქრიაშვილი,მაკრახიძე,ხაბელოვი,კალაძე,კობიაშვილი,დაჩი ბერაია და აგერ არ გყავთ ბატონო,აბა რაღას ერჩით მათ? ძლივს ისტორიაში პირველად მივაღწიეთ სრულიად პოლიტიკური ძალების ერთიანობას ხელისუფლების შეცვლაზე.ესაა მთავარი და გადამწყვეტი ამაზე მეტს გავარკვევთ მერე, როდესაც ამ მარაზმს მოვიცილებთ.ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ოპონირებას ქვეყნის წინსვლისთვის და არა ბიზნესწილების დასათრევად.ნუ ფიქრობ,რომ ჩვენთვის იოლი იყო ბევრი ფაქტორის გადალახვა ამ ერთიანი ფორმატისთვის,მაგრამ ეს შევძელით რადგან პარტია ვართ და არა საკუთარ გვამზე შეყვარებული ფიზიკური არსებები. უდიდესი პასუხისმგებლობა გამოიჩინა მთელმა ქართულმა პოლიტიკურმა გონმა.მოვუფრთხილდეთ ამ საერთო მონაპოვარს.მით უფრო,რომ დღეისათვის შედეგები გრანდიოზულია. ყველა ვხედავთ—საერთაშორისო არენაზე მმართველი ძალა ფაქტობრივად განადგურებულია,რეალურად ყალიბდება ოპოზიციური მაჟორიტარული ბლოკი,რამაც დაუკარგა აზრი რეჟიმის თავგანწირულ მცდელობას დარჩეს ხელისუფლებაში. ერთიანობის გარეშე ასეთი შედეგები არც დაგვესიზმრებოდა. ამიტომ ძვირფასო მეგობარ–ოპონენტებო დავაფასოთ ის რაც დღეს გვაქვს და ნუ მოვითხოვთ ისე წინ გადახტომას რომ კვლავ ჭაობში მოვადინოთ ზღართანი.

Related Articles

Back to top button
Close